„ძალიან ვწუხვართ თურქეთში მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის გამო“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. საქართველო თქვენ გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, დღეს თურქეთის გაზიანთეფის პროვინციაში, გაზიანთეფი-ნიზიფის გზაზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სახანძრო მანქანა და ჟურნალისტების ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.