logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია 9 წელია ერთი და იმავე პოლიტიკის განხორციელებით არის დაკავებული და რეალობას დაშორდა
- +

20 აგვისტო. 2022. 17:09

 

 

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები მიმძაფრებს ეჭვს, რომ მათ სიტყვა დეპოლარიზაციის მნიშვნელობა არ იციან. ჯერ გირჩი ჯაფარიძემ გააკეთა ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რომელიც ხალხს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმისკენ/შეჭრისკენ მოუწოდებს. შემდეგ კი აღმაშენებელში პორტირებულმა, ყოფილმა „ნაციონალმა“ მანჯგალაძემ შემოდგომაზე აქციები დააანონსა“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ჩიხელიძე ოპოზიციის წარმომადგენლებს ხალხის მტრებს უწოდებს და ამბობს, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა არასდროს ექნებათ:

 

„სამწუხაროდ ოპოზიცია საკუთარი ქმედებით განვითარებადი ქვეყნის ოპოზიციისგან არ განსხვავდება, საქართველოს ჰყავს რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეგრესიც თვალსაჩინოა, ისინი პირველყოფილ ოპოზიციად იქცნენ, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ არც დიალოგზე, არც საპარლამენტო მუშაობაზე და ა.შ. ოპოზიციის ყოველი ნაბიჯი გვაშორებს ევროპას. საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარი ხელის შემშლელი სწორედ ოპოზიციური ფლანგია, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. მათი მოტივაცია მთავრობაში დაბრუნებაა, მიზნის მისაღწევად რევოლუციური სცენარსაც არ გამორიცხავენ. ოპოზიცია 9 წელია ერთი და იმავე პოლიტიკის განხორციელებით არის დაკავებული და რეალობას დაშორდა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ოპოზიცია საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არის, დღეს ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე იმყოფება, რაც, პირველ რიგში, მათი დამსახურებაა, რადგან ქვეყნის მტრებს საზოგადოების მხარდაჭერა არასდროს ჰქონდა და არც მომავალში ექნება!“ - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner