logo_geo
eng_logo
თურქეთის იუსტიციის მინისტრი: ტერორიზმში არცერთი ბრალდებული შვედეთსა და ფინეთს ჯერჯერობით ჩვენთვის არ გადმოუციათ
- +

20 აგვისტო. 2022. 20:10

 

 

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაღის განცხადებით, პირობები, რომლებზეც ანკარა ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდა, ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ამ დროისთვის არცერთი ადამიანი, რომელსაც თურქეთში ტერორიზმში ადანაშაულებენ, შვედეთსა და ფინეთს ჩვენთვის არ გადმოუციათ. ჩვენ განვაახლეთ შვედეთსა და ფინეთში მანამდე გაგზავნილი მოთხოვნები ექსტრადირების შესახებ. მას შემდეგ არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიგვიღია“, - აცხადებს ბექირ ბოზდაღი.

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს - სამი ქვეყნის ლიდერებმა შესაბამის კონსენსუსს ნატოს მადრიდის სამიტზე მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, შვედეთი და ფინეთი თურქეთში ტერორიზმში ბრალდებული პირების ექსტრადირება უნდა უზრუნველყონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner