logo_geo
eng_logo
სოფელ იორმუღალოში ფსტის ბაღები გაშენდა
- +

22 აგვისტო. 2016. 14:07




საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში  ირანელმა ბიზნესმენებმა ფსტას (ლათ. Pistacia) ბაღები გააშენეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილმა სამინისტროს  წარმომადგენლებთან ერთად ორი კომპანიის „TR Georgia Project 2"-ის და „Aric Group"-ის  ახალგაშენებული ბაღები დაათვალიერა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.



მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე  ისაუბრეს. როგორც ირანელმა ბიზნესმენებმა აღნიშნეს, კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. მათ გაშენებული აქვთ ვენახი, თხილის ბაღები და სხვადასხვა სახის ხილი. განსაკუთრებული ყურადღება კი, ფსტას ეთმობა, რადგან საქართველოსთვის ის ახალი კულტურაა, შესაბამისად მისი წარმოების განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.



სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  კომპანიის წარმომადგენლებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად დაეხმარებიან ფერმერებს და გაუზიარებენ ცოდნას, რათა ფსტის  ხარისხიანი მოსავალი მოვიდეს და მეურნეობა წარმატებით განვითარდეს.



„ძალიან საინტერესო წამოწყებაა საქართველოში ისეთი კულტურების გაშენება, რომელიც  ახალია და არ არის ადაპტირებული ჩვენი ქვეყნის გარემო პირობებთან, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია როგორც  შიდა ბაზარზე,  ისე საექსპორტო კუთხით.    უნდა აღინიშნოს, რომ   ფსტა  - კაკლოვანი კულტურა  ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი სურვილია, რომ მისი ადაპტაცია საქართველოში პროფესიონალურ დონეზე მოხდეს, რათა მიღებული შედეგიც უფრო ეფექტიანი იყოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



ახლო მომავალში, კომპანიები „TR Georgia Project 2" და „Aric Group" მეურნეობის ტერიტორიაზე  თხილის და ფსტის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას გეგმავენ.

 

 

„წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება  და ექსპორტზეც  გავა.  როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 2020 წლისთვის სრულად დასრულდება მიწების კულტივირება, რის შემდეგ დაიწყება ტურიზმის მიმართულებით განვითარება.  დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი ვილების აშენება, ყველა საჭირო ატრიბუტიკით და გასართობი საშუალებებით. ეს იქნება ძალიან ლამაზი მწვანე სოფელი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის", - აღნიშნა კომპანია „ARIC GROUP"-ის დირექტორმა აფზალ რავარიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner