logo_geo
eng_logo
რუსეთში ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა
- +

21 აგვისტო. 2022. 10:03

 

 

ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ავტომობილის აფეღქების შედეგად დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ოლქში მოხდა.

 

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტი მმართველის, დენის პუშილინის განცხადებით, ინციდენტში "უკრაინის რეჟიმის ტერორისტები" მონაწილეობდნენ და მათი სამიზნე გოგონას მამა იყო.

 

„უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, მისი ქალიშვილი ავტომობილში ააფეთქეს“, - წერს პუშილინი „ტელეგრამში“.

 

ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა ავტომობილში ჩაჯდა.

 

BBC წერს, რომ ალექსანდრ დუგინი ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირად ითვლება. მას „პუტინის ტვინსაც“ უწოდებენ. თავად დარია დუგინა კი საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური დამკვირვებელი იყო, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner