logo_geo
eng_logo
ოზურგეთი „ველოდღეებს“ მასპინძლობს
- +

21 აგვისტო. 2022. 10:12

 

ოზურგეთი „ველოდღეებს“ მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სპორტსმენებთან და ველომოყვარულებთან ერთად მიიღო.

 

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ველოსპორტის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისთვისაც როგორც სპორტული და რეკრეაციული, ასევე, ინფრასტრუქტურული მიმართულებით არაერთი სიახლე გვექნება. დღეს, 50-მდე სპორტსმენთან ერთად სტარტი ბახმაროს მიმართულებით ავიღეთ. მარათონში მონაწილეები ბახმაროს შემდეგ, სვლას გომისმთისკენ განაგრძობენ. მადლობას ვუხდი „კავკასიის ველო ქსელს“ მხარდაჭერისთვის. მადლობა სპორტსმენებს და ჩვენს თანამოქალაქეებს ველომარათონში მონაწილეობისათვის!“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner