logo_geo
eng_logo
„ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა!“
- +

9 მარტი. 2016. 11:05


ბილწ ერთსქესიან „ქორწინებებთან" დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესულმა სარჩელმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში.


გარკვეულმა ჯგუფებმა სარჩელის საპასუხოდ მოითხოვეს რეფერენდუმის გზით კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვითაც, ქორწინება უნდა განისაზღვროს როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.


როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა 9 თებერვლის ინტერვიუში, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.


ბ-ნი ვოლსკი იმავე ინტერვიუში აგრძელებს: „ამას სჭირდება საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა და დღეს თუ ხვალ ნახავს დღის სინათლეს. ბევრი ევროპული ქვეყანა სწორედაც რომ ასეთი სტანდარტით სარგებლობს, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ. არსებობს ქვეყნები, სადაც არ არსებობს ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ არსებობს რაღაც ფორმა ურთიერთობის, რომელიც საკუთრების თემაზეა ორიენტირებული და არსებობს ზოგ ქვეყანაში დაშვებულობაც და ამისგან არავინ ქმნის დაძაბულობას".


ერთი შეხედვით ეს პოზიცია მორალის დამცველთა გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს და პრობლემა კი - გადაჭრილად, რეალურად კი სიმართლის მორიგი პროფანაციაა.


საზოგადოებისთვის აუცილებელია რეალობაში გარკვევა, რათა კიდევ ერთხელ არ გახდეს ტყუილის მსხვერპლი, არ გაუჩნდეს ცრუ გამარჯვების შეგრძნება და თვალებში ნაცრის შეყრა წარმატებად არ მიიღოს (და მითუმეტეს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მორალისა და ზნეობის ზოგადსაკაცობრიო ნორმების შეცვლას და ჰომოსექსუალიზმის სიბილწის დაკანონებას ეხება).


რას გვთავაზობს ხელისუფლება და რა სტანდარტებზე საუბრობს ბ-ნი ვოლსკი?


რა სიტუაციაა ამ მხრივ ევროპაში, რომელზეც ორიენტაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის მთავარი ვექტორია:



- ერთსქესიანი „ქორწინება" ლეგალიზებულია ევროპის 13  ქვეყანაში (აქედან 11 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა).


- 12 ქვეყანაში დაკანონებულია ერთსქესიანი „ქორწინების" ალტერნატიული ფორმა - ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობა (სხვადასხვა ქვეყანაში მას სახვადასხვა სახელი აქვს), რომელიც იგივე სოდომიის დაკანონებაა, მაგრამ არა „ოჯახის" სახელწოდებით, თუმცა იმავე ბინძური შინაარსით.


ამ ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობით დაკავშირებულ სოდომიტ წყვილებს თითქმის იგივე უფლებები ენიჭებათ, რაც ტრადიციული ქორწინების შემთხვევაში აქვთ ნორმალურ ადამიანებს.


შესაბამისად, სანამდე მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი (როგორც სათავე და საფუძველი სოდომური ცოდვის დაკანონებისა), კონსტიტუციაში იმის დაფიქსირება, რომ ქორწინება არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, კარგავს აზრს და მასზე დავა მავანს მხოლოდ საზოგადოების მხრიდან „ბოლის გამოსაშვებად" და ცრუ გამარჯვების ილუზიის შესაქმნელად სჭირდება. ამის თქმის საფუძველს სწორედ ევროპული გამოცდილება გვაძლევს. მაგალითად:


ხორვატიაში, სადაც კონსტიტუციაშია განსაზღვრული ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, პარალელურად ძალაშია სამოქალაქო პარტნიორობაც, რომლითაც სოდომიტ წყვილებს ყველა უფლება ენიჭებათ, მათ შორის ბავშვების შვილად აყვანის უფლებაც (როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი არის ბავშვის ბიოლოგიური მშობელი).


იგივე სიტუაციაა უნგრეთშიც - იქაც, ხორვატიის მსგავსად, კონსტიტუციით განსაზღვრულია ოჯახის ტრადიციული ცნება, მაგრამ პარალელურად მოქმედებს  ერთსქესიანი „ქორწინების" ალტერნატიული ფორმაც (უნგ. bejegyzett élettársi kapcsolat).



საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს ის, რომ თუ არ გაუქმდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, იმისდა მიუხედავად, ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების ტრადიციული განმარტება, ყოველთვის დარჩება საფრთხე ალტერნატიული კავშირების შემოღებისა (როგორც ეს ევროპაშია).


ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შედეგად გაჩენილი პრობლემები და საფრთხეები (გეი-აღლუმები, სკოლაში გენდერის სწავლების დანერგვა, ერთსქესიანი „ქორწინებები" და კავშირები, იუვენალური იუსტიცია თუ სხვა) რომ ავირიდოთ თავიდან და ჩვენი შვილების მომავალი იყოს დაცული, უნდა გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი ან იქიდან ამოღებულ იქნას მამათმავლობის დამკანონებელი ტერმინები - „სექსუალური ორიენტაცია" და „გენდერული იდენტობა".



წყარო: zneoba.ge, დავით ლორთქიფანიძე


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner