logo_geo
eng_logo
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, 25 აგვისტოსათვის გახდება ცნობილი
- +

22 აგვისტო. 2016. 14:13




გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება.

 

მათივე ინფორმაციით, აპელაციის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

 

„სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ბაზების მომზადება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისთვის, პარალელურად მიმდინარეობს გათანაბრებისა და სკალირების პროცესი.

 

ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება", - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner