logo_geo
eng_logo
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თურქული ავიაკომპანია იფრენს
- +

21 აგვისტო. 2022. 16:02

 

 

ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - „Southwind Airlines“-მა თბილისიდან ანტალიის მიმართულებით დღეს პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის აეროპორტი ავრცელებს.

 

„Southwind Airlines“ ჩარტერულ რეისებს ანტალიის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირას, 25 სექტემბრამდე, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

 

დღეისათვის, ანტალიის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია „Pegasus“ კვირაში 5 სიხშირით ასრულებს, ხოლო სექტემბერში - კვირაში 6 რეისს შეასრულებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner