logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული სიითაც ეყოლება
- +

22 აგვისტო. 2016. 14:15



„ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული სიითაც ეყოლება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარადგინა.



პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მრავალეროვანი, მრვალკულტურული ქვეყანაა, რაც ქვეყნის სიმდიდრეა და მთავრობა თითოეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.



გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა დ განაცხადა, რომ 2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა - მოქალაქეები სახელმწიფო აპარატის წნეხისგან გათავისუფლდნენ, საქართველოში დღეს არის თვისობრივად განსხვავებული, გაცილებით თავისუფალი წინასაარჩევნო კამპანია და თავისუფალი მედია.



პრემიერის შეფასებით, გადაიჭრა ჯანდაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია სახელმწიფო აპარატის ზეწოლისგან, სოფლის მეურნეობის წახალისებისთვის მრავალი სახელმწიფო პროგრამა არსებობს და ასევე, გატარდა გონივრული საგარეო პოლიტიკა.



ერთი მხრივ, ჩვენ ვრჩებით დასავლური კურსის ერთგულნი, ხოლო მეორე მხრივ, ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები მეზობლებთან, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს რუსეთი. არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში, მაგრამ საქართველოს სჭირდება ნორმალური ურთიერთობები ყველა მეზობელთან. ჩვენ, გასული 4 წლის განმავლობაში შევძელით და გავხსენით ვაჭრობა რუსეთთან და დღეს ისევ ჩამოდიან ტურისტები რუსეთიდან. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, შეგვემცირებინა დაძაბულობა. ეს ყველაფერი ქმნის შესაძლებლობას, დავგეგმოთ ჩვენი სტაბილური განვითარების მომავალი ოთხი წელი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



პრემიერმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომელიც რეგიონში ენზელ მკოიანთან ერთად განხორციელდა - მათ შორისაა ირიგაციისა და სოფლების გაზიფიცირების, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები და მთის კანონის მიღება.



მთის კანონი ახალქალაქისა და ნინოწმინდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მეშვეობით, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული შეღავათები ეძლევათ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner