logo_geo
eng_logo
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა განაახლა
- +

21 აგვისტო. 2022. 20:21

 

ცეცხლის ქრობის ამოცანები განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა, - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გაძლიერებული ძალებით ხორციელდება. ცეცხლის ქრობის ამოცანები განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი.

ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა დღეს დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული კლდოვანი რელიეფი ართულებს.

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი გუშინ გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner