logo_geo
eng_logo
რუსეთში მომხდარ ავარიას ყაზახეთის 16 მოქალაქეა ემსხვერპლა
- +

21 აგვისტო. 2022. 20:59

 

რუსეთში, ქალაქ ულიანოვსკთან გზატკეცილზე მომხდარ ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს,

ავტოსაგზაო შემთხვევაში 5 სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობდა, 2 სატვირთო, სამარშრუტო ტაქსი და 2 მსუბუქი ავტომობილი.

წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დროულად დამუხრუჭება ვერ შეძლო, რის შედეგადაც სამარშრუტო ტაქსი, რომელშიც ყაზახეთის 18 მოქალაქე იჯდა, 2 სატვირთოს შორის მოექცა და მთლიანად დეფორმირდა. დაღუპულები სამარშრუტო ტაქსის მგზავრები არიან. 3 ადამიანი მძიმე დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner