ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელს „ნაპოლის“ რიგებში უკვე მეორე ოფიციალური შეხვედრა აქვს.
იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში „ნაპოლი“ „მონცა“-ს უპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია მატჩის სასტარტო შემადგენლობაშია.
ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა.
თამაში ნაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.