სააგენტო Reuters-ის ცნობით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთ მებრძოლებთან შეტაკებისას დაიღუპა ერთი თურქი სამხედრო, სამი პოლიციელი კი დაშავდა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, შეტაკებისას მოკლულია „ქურთისტანის მუშათა პარტიის" ქალი მებრძოლიც. შეიარაღებული დაპირისპრება თუნჩელის პროვინციის ქალაქ ნაზიმიეში მიმდინარეობს. ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს.
ბოლო პერიოდში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.