საბურთალოს რაიონში, ფანჯიკიძის ქ. N10-ში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური.
აღნიშნულ მისამართზე ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი განხორციელდა. უახლოეს მომავალში დასასვენებელი სივრცეც მოეწყობა.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო. ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეკრეაციული სივრცის პროექტი განიხილეს.
პროექტი საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.