logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა, მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში
- +

22 აგვისტო. 2022. 15:56

 

 

დღეს ბათუმის საკრებულომ ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტის მნიშვნელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

 

„ბათუმის ბულვარს, ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს, პირველად ისტორიის მანძილზე აქვს დაცვისა და განაშენიანების გეგმა, რომელიც მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და კულტურული ღირებულებების შენარჩუნების და განვითარების გარანტია. განაშენიანების გეგმა მოაწესრიგებს ბულვარში არსებულ გამოწვევებს და მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner