სოფელ წინარეხში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებშიმ სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
არხის სიგრძე 1130 გრძივი მეტრია, სადაც გაწმენდის შემდეგ 132 გრძივ მეტრზე d=500 მმ პოლიეთილენის მილი ჩალაგდა.
არსებული არხი, რომელიც წინარეხის მოსახლეობის ფართობებს რწყავს, გაწმენდას და რეაბილიტაციას საჭიროებდა.
სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოების პრობლემის მოგვარება მოსახლეობამ სოფლის კრებაზე გადაწყვიტა.
არხის გაწმენდა-რეაბილიტაციაზე 23 900 ლარი დაიხარჯა, რომლის სამუშაოები ი/მ დავით კოშაძემ შეასრულა.