logo_geo
eng_logo
ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებული ლევან მამფორის ნათესავი პირველ კომენტარს აკეთებს
- +

22 აგვისტო. 2016. 15:10



ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის  ლევან მამფორიას ნათესავი სოფო კაკაჩია პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისთვის და მისი ნათესავებისთვის ეს  ბრალდება წარმოუდგენელია.


სოფო კაკაჩიას თქმით, ლევან მამფორია საპატრულო პოლიციის ზუგდიდის რეგიონულ სამმართველოში დაიბარეს, სადაც ბრალი წაუყენეს, ამჟამად კი გადაყვანილია ე.წ. მოდულის შენობაში. გარდა ამისა, ჩხოროწყუში, მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.


„ჩვენთვის, ლევან მამფორიას ნათესავებისა და ახლობლებისთვის წარმოუდგენელია ის ბრალდება, რომელიც მას წაუყენეს", - აცხადებს კაკაჩია. 

 

იგი ასევე უარყოფს, რომ დაკავებულს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან რაიმე ნათესაური კავშირი აქვს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner