logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 3 500 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა
- +

23 აგვისტო. 2022. 10:17

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვისას ომის 6 თვე შეაჯამა და დასავლეთს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებისა და სანქციების ახალი პაკეტის დაჩქარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

„სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტის საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, უკვე 3500-ს უახლოვდება. რუსული არტილერიის დარტყმების დათვლა უბრალოდ შეუძლებელია - იმდენად ბევრია, იმდენად ინტენსიურია.

 

ამავდროულად, ტერორისტი სახელმწიფო არ წყვეტს თამაშს საერთაშორისო სტრუქტურებთან და კიდევ ერთხელ თავხედურად მოიწვია გაეროს უშიშროების საბჭო, რათა განიხილოს საკუთარი პროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მადლობელი ვარ ყველა ევროპელი პოლიტიკოსის, ვისაც არ ავიწყდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტია საჭირო. რაც უფრო დიდია ინტერვალი სანქციების პაკეტებს შორის, მით უფრო დიდია რუსეთის თავხედობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner