logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: ვიწყებთ სოფელ ჯუმათში გზის რეაბილიტაციას
- +

23 აგვისტო. 2022. 11:47

 

 

„ვიწყებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას - სოფელ ჯუმათში  გზის რეაბილიტაციას“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა.

 

„როგორც დაგპირდით, ვიწყებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას - სოფელ ჯუმათში  გზის რეაბილიტაციას, რომელიც ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრამდე სრულად განახლდება. ეს გზა რამდენიმე ათეული წელია ავარიულია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი, რომელშიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა ჩვენთან ერთად ჩართული, მომდევნო წელსაც გაგრძელდება და ჯამში ამ მიზნით 4  000 000 ლარამდე დაიხარჯება. ჯუმათში აღნიშნული საგზაო მონაკვეთის მოწესრიგება, გადაადგილების პრობლემას მოუხსნის არამხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ყველა სტუმარს, რომელიც აქ ყოველწლიურად ჩამოვა“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner