logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: განვაგრძობთ ოზურგეთის განახლების 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე მუშაობას - ეს გახლავთ წყალმომარაგების მიმართულება
- +

23 აგვისტო. 2022. 12:18

 

 

„განვაგრძობთ ოზურგეთის განახლების 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე მუშაობას - ეს გახლავთ წყალმომარაგების მიმართულება“, - ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა.

 

„ვიწყებთ სოფ. ხრიალეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს. პროექტის ღირებულება 713 590 ლარს შეადგენს და სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყლით უზრუნველყოფილი იქნება 120-მდე ოჯახი. წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას ვიწყებთ ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულშიც, კერძოდ ე.წ. „მე-12 ბრიგადის“ დასახლებაში.  სამუშაოების ღირებულება 467 389 ლარს შეადგენს  და მისი დასრულების შემდეგ, წყლით უზრუნველყოფილი იქნება 80 ოჯახი.

 

ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, უკვე დავიწყეთ სოფელ ნაღობილევში  წყალმომარაგების ქსელის მშენებლობისთვის პროექტის მომზადება. შემდგომ ეტაპზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე ტენდერს გამოვაცხადებთ.

 

წყლის მომარაგების სისტემაზე პროექტის მოსამზადებლად ტენდერი უკვე დასრულებულია და მალე დავიწყებთ სოფელ ოზურგეთის, მერია-კონჭკათი-ხვარბეთი-გოგორეთის და ნაგომრის წყლის ქსელის დაგეგმარებას, რომლის პროექტირებაც წლის ბოლომდე მოხდება, ხოლო შემდგომში წყლის ახალი სისტემების მოსაწყობად, სამუშაოებზე ტენდერის მეორე ეტაპი გამოცხადდება.

 

ერთ-ერთ წინა სხდომაზე გაცნობეთ, რომ დაბა ნასაკირალში წყლის ქსელის მოწყობაზე გაფორმებული კონტრაქტი შევუწყვიტეთ კომპანიას, რომელიც არაჯეროვნად ასრულებდა სამუშაოებს. ახლა, აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის პროექტირება, რომელიც დამატებით ჭაბურღილის მოწყობას მოიცავს. ამ პროექტს ნასაკირალში, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

 

გვაქვს კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე - დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს ცხემლისხიდი-დვაბზუს წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის სამუშაოები. მობილიზებულია ტექნიკა და უკვე მიდის მუშაობა უჩხუბში წყალშემკრები ნაგებობების მოსაწყობად“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner