logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში რეგისტრირებული 778 სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეა დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოზე
- +

23 აგვისტო. 2022. 13:16

 

 

„დღეის მდგომარეობით ოზურგეთში მცხოვრები და რეგისტრირებული 778 სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეა დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოზე“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, მერიის სხდომაზე ისაუბრა.

 

„მინდა მოგაწოდოთ ფაქტობრივი ინფორმაცია დასაქმების მაჩვენებლებზე. გარდა იმისა, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ადგილზე ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების და შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს  - მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაიწყო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება. დღეის მდგომარეობით ოზურგეთში მცხოვრები და რეგისტრირებული 778 სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეა დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოზე. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner