„დღეის მდგომარეობით ოზურგეთში მცხოვრები და რეგისტრირებული 778 სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეა დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოზე“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, მერიის სხდომაზე ისაუბრა.
„მინდა მოგაწოდოთ ფაქტობრივი ინფორმაცია დასაქმების მაჩვენებლებზე. გარდა იმისა, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ადგილზე ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების და შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს - მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაიწყო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება. დღეის მდგომარეობით ოზურგეთში მცხოვრები და რეგისტრირებული 778 სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეა დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოზე. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.