logo_geo
eng_logo
საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩაზე სკვერი განახლდა
- +

23 აგვისტო. 2022. 13:36

 

 

საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩა N18-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა. მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონა,  LED  განათების ქსელი, სავალი ბილიკები ფილებით მოპირკეთდა და ტერიტორიაზე ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა. ასევე, გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა.

 

დასრულებული პროექტი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

 

სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი-2005“ შეასრულა, რისთვისაც  საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 239 491 ლარი დაიხარჯა.

        

right_banner right_banner
არქივი
right_banner