logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მადლობა, რომ იცავთ ჩვენ მშვიდობას, სიცოცხლეს და ბუნებას!
- +

23 აგვისტო. 2022. 16:04

 

 

ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს:

 

„ჩვენი ღირსეული მეხანძრე-მაშველები და სამხედროები, ჩვენი სასიქადულო ბიჭები და გოგოები ბორჯომის ხეობაში ძლიერ ხანძარს ებრძვიან! ერთი მადლიერების სიტყვა არ წამოსცდენიათ ამ ტელესაროსკიპოების ბინადრებს...  მადლობა! მადლობა დიდი! მადლობა, რომ იცავთ ჩვენ მშვიდობას, სიცოცხლეს და ბუნებას!“

 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის ტყეში მეხუთე დღეა ხანძარს ებრძვიან. ოფიციალური ცნობით,  ხანძარი 19 აგვისტოს, სავარაუდოდ საღამოს შვიდი საათის შემდეგ, ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ, ტყეში გაჩნდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული უკანასკნელი ცნობით, ხანძრის ქრობის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი და რთული რელიეფის მიხედავად,  ხანძრის ქრობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს: „სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები. მაშველები, როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ხანძრის ქრობის ამოცანებს ახორციელებენ.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციოდ კოორდინირებულად მოქმედებენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამინისტროს და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. მონიტორინგს დრონების საშუალებით ახორციელებენ.

 

ამ ფონზე ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები და მათი ტრადიციული რესპონდენტები ბორჯომში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ვითარებას ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს მეხანძრე-მაშველები და ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ და მხართეძოზე წამოწოლილები უყურებენ, როგორ ვრცელდება ხანძარი. ანალოგიური ვითარებაა სოციალურ ქსელში, სადაც თავიანთ არაადეკვატურ პოზიციას წერილობითი ფორმით გამოხატავენ; იმის ნაცვლად, რომ თავიანთი საქმის პირნათლად შესრულებისა და თავდადებისთვის მეხანძრე-მაშველებსა და ჯარისკაცებს მადლობა უთხრან, მათ უმოქმედობაში ადანაშაულებენ და რეალურ მდგომარეობას გართულებულად წარმოაჩენენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner