logo_geo
eng_logo
კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი მიმდინარეობს
- +

23 აგვისტო. 2022. 16:52

 

 

კიევში 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე საერთაშორისო სამიტი გაიხსნა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

 

სამიტი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და მასში 60 ქვეყნის (ევროპის, ამერიკის, აზიის და აფრიკის)  და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის 40 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

 

ფორუმის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. საქართველოდან სამიტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს.

 

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, სამიტი ძალზე აქტუალურია დღეს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე. „რუსეთის აგრესიამ აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია ყირიმის დეოკუპაცია. რუსეთმა ნახევარკუნძული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მომზადებისთვის გამოიყენა. ყირიმის დაბრუნება უკრაინის კონტროლის ქვეშ შავი ზღვის რეგიონის, ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კულებამ.

 

ყირიმის პლატფორმის სამიტი ონლაინ ფორმატში უსაფრთხოების მიზნით ტარდება. ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი 24 აგვისტოს, ანუ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევზე და სხვა ქალაქებზე მასიურ სარაკეტო იერიშებს ამზადებს.

 

ყირიმის პლატფორმა - საკონსულტაციო ფორმატია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით 2021 წლის აგვისტოში შეიქმნა. მისი მიზანია ყირიმის პრობლემისადმი ერთიანი მიდგომების შემუშავება და უკრაინის შემადგენლობაში ამ რეგიონის დაბრუნების შესაძლებლობების განხილვა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner