logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: გეყოთ მასკარადი - სამარცხვინო!
- +

22 აგვისტო. 2016. 15:12



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:



ირაკლი აბესაძის მეთაურობით, ხელს რომ აწერთ დოკუმენტს - არ გრცხვენიათ?

მესმის არჩევნები, მესმის პოპულიზმი, მესმის თვალთმაქცობა - ისიც კი მესმის, რომ პოლიტიკური სპეკულაცია მოსული ამბავია, მაგრამ ნაციონალების გვერდით დგომა - არ გეუხერხულებათ?

რამდენი სპექტაკლი ეწყობა ამ ხეების თემის გარშემო? -

1. აქცია - 20-კაციანი;

2. კონცერტი - 30-კაციანი;

3. 13 ოპოზიციონერი საკრებულოს დეპუტატის ერთობლივი ხელმოწერა - უსირცხვილო 13-კაციანი;

4. ნარმანიას დაბარება საკრებულოს სხდომაზე - ჩემზე კარგად იცით, რომ ნარმანია თქვენ ცირკში არ მუშაობს;

5. ნატა ფერაძის შიმშილობის მეექვსე დღე - შიმშილი არა, ტოროლა...

მეგობრებო - გაიგეთ!!!

საქართველოში - იაფფასიანი სპექტაკლებით აღარ იმართება პოლიტიკა.

საქართველო - სახელმწიფოა, რომელიც შენდება, ძლიერდება და ნაციონალებს აღარასოდეს არ მოაჭრევინებს არც ხეებს და არც თავებს.

P.S. ხეების თემა - მნიშვნელოვანია და ადეკვატურად მოქმედა მერიამ. ეს კარგად მოგეხსენებათ 13-ივე ხელმომწერსაც და ნატასაც.

გეყოთ მასკარადი - სამარცხვინო!" - წერს კოკა ყანდიაშვილი „facebook"-ზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner