ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ირაკლი აბესაძის მეთაურობით, ხელს რომ აწერთ დოკუმენტს - არ გრცხვენიათ?
მესმის არჩევნები, მესმის პოპულიზმი, მესმის თვალთმაქცობა - ისიც კი მესმის, რომ პოლიტიკური სპეკულაცია მოსული ამბავია, მაგრამ ნაციონალების გვერდით დგომა - არ გეუხერხულებათ?
რამდენი სპექტაკლი ეწყობა ამ ხეების თემის გარშემო? -
1. აქცია - 20-კაციანი;
2. კონცერტი - 30-კაციანი;
3. 13 ოპოზიციონერი საკრებულოს დეპუტატის ერთობლივი ხელმოწერა - უსირცხვილო 13-კაციანი;
4. ნარმანიას დაბარება საკრებულოს სხდომაზე - ჩემზე კარგად იცით, რომ ნარმანია თქვენს ცირკში არ მუშაობს;
5. ნატა ფერაძის შიმშილობის მეექვსე დღე - შიმშილი არა, ტოროლა...
მეგობრებო - გაიგეთ!!!
საქართველოში - იაფფასიანი სპექტაკლებით აღარ იმართება პოლიტიკა.
საქართველო - სახელმწიფოა, რომელიც შენდება, ძლიერდება და ნაციონალებს აღარასოდეს არ მოაჭრევინებს არც ხეებს და არც თავებს.
P.S. ხეების თემა - მნიშვნელოვანია და ადეკვატურად იმოქმედა მერიამ. ეს კარგად მოგეხსენებათ 13-ივე ხელმომწერსაც და ნატასაც.
გეყოთ მასკარადი - სამარცხვინო!" - წერს კოკა ყანდიაშვილი „facebook"-ზე.