logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ახლა, როცა ქუთაისსა და თეთრიწყაროში ძალიან საეჭვო ვითარებაში გაჩნდა ხანძარი, ეჭვი აღარ მეპარება, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე პროვოკაციასთან
- +

23 აგვისტო. 2022. 21:33

 

რამდენიმე ადამიანისგან მქონდა ძალიან საყურადღებო ინფორმაცია, რომ ბორჯომში უკვე არსებული ხანძარი იყო დივერსია და მსგავსი დივერსიები კვლავ იგეგმებოდა საქართველოში. პირდაპირ მითხრეს, რომ ამ ყველაფერში უსამშობლო, მოღალატე და მავნებელ ნაც-რადიკალებს ფული აქვთ გადახდილიო,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს.

თავიდან მოვერიდე ამის დაწერას, ერთ ადამიანს მაინც რომ არ ეფიქრა, თითქოს ვინმეს რამეს ვაბრალებ, მაგრამ ახლა, როცა ქუთაისსა და თეთრიწყაროში ძალიან საეჭვო ვითარებაში გაჩნდა ხანძარი, ეჭვი აღარ მეპარება, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე პროვოკაციასთან. აგენტების, დივერსანტების და მოღალატეების დრო დასრულდა ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად გაირკვევა ამ უსაშინელესი და უბინძურესი დივერსიის დამგეგმავ - შემსრულებელი! რევოლუცია ვერ მოაწყვეს და ახლა ამ ბინძური მეთოდებით იბრძვიან ეს მანქურთები!!!”, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner