logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: მსოფლიომ უნდა გააგრძელოს დაჟინებით მტკიცება, რომ ყირიმი უკრაინაა
- +

24 აგვისტო. 2022. 00:43

 

 

აუცილებელია გავაგრძელოთ დაჟინებით იმის მტკიცება, რომ ყირიმი უკრაინაა, ისევე როგორც დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა და რომ ამჟამად ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყველა ნაწილი უკრაინაა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საფასურის გაზრდა და საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის ხელშემწყობებზე, სანამ უკრაინელი ხალხისა და მათი სუვერენული ქვეყნის უფლებები არ იქნება დაცული“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ძალისხმევა ჰუმანიტარული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ისევე როგორც უკრაინელებისთვის მეტი მხარდაჭერის გაწევის კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner