შვეიცარიის მედიის გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში მოხდა, სადაც დანით შეიარაღებული მამაკაცი მიგრანტებს დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და ერთი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი და დაზარალებული ირანელი მიგრანტები არიან. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი დააკავეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.