ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ უარყო, რომ მსოფლიო უკრაინის დავიწყებას იწყებს და კიევი შემდგომ მხარდაჭერაში დაარწმუნა.
„ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია და პრეზიდენტ პუტინს მესიჯს ვუგზავნით, რომ ის, ვინც საერთაშორისო სხამართალს არღვევს, პასუხს აგებს თავისი ქმედებების შედეგებზე“, - განაცხადა დე კროომ.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბელგია მხარს უჭერს უკრაინას და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.
„სამწუხაროდ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაჭიანურებული კონფლიქტისთვის. ვიღაც ამბობს, რომ ნელ-ნელა უკრაინა ავიწყდებათ, თუმცა მინდა გავაპროტესტო ეს: ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის, მისი ხელმძღვანელობისა და მოსახლეობის მხარდაჭერას“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
„ჩვენი მხარდაჭერა უპირობო დარჩება. ჩვენ უკვე მივიღეთ სანქციების შვიდი პაკეტი და ვაგრძელებთ მუშაობას მერვე პაკეტზე, პარტნიორებთან ერთად ჩვენ წვლილს შევიტანთ უკრაინის შემდგომ ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერაში“, - დაშძინა ალექსანდერ დე კროომ.