logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დილიდან განგაშის სიგნალია ჩართული
- +

24 აგვისტო. 2022. 10:03

 

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ყირიმისა და ხერსონისა, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, დილიდან განგაშის სიგნალია ჩართული.

 

დილით რუსებმა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, ომში მყოფი ქვეყანა თავდასხმების მოლოდინში ხვდება.

 

კიევსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული, ხარკოვში კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner