logo_geo
eng_logo
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა
- +

24 აგვისტო. 2022. 10:50

 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა.

 

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძარი უკვე აწყურის ციხეს ჩამოსცდა და დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა.

 

მიუხედავად ძლიერი დაკვამლიანებისა, ვერტმფრენები მუშაობას განაგრძობენ. ამ ეტაპზე ადგილზე საშუალო სიმძლავრის ქარია.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. დღეიდან პროცესში ასევე ერთვებიან თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები.

  

https://www.youtube.com/watch?v=weTuiFbChgg

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner