logo_geo
eng_logo
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

24 აგვისტო. 2022. 13:15

 

 

გლდანის რაიონის გამგეობა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, სავაჭრო ცენტრებს შორის არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას ახორციელებს.

 

სამუშაოების შედეგად, საგზაო ინფრასტრუქტურა და სივრცე კეთილმოეწყობა. გაფართოვდება მიკროავტობუსების გასაჩერებელი ტერიტორია. ასევე, მოწესრიგდება გაჩერების ადგილები და ფეხით სავალი სივრცე. აღნიშნული პროექტის დაგეგმარება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სააგენტო ტერიტორიაზე მოსაცდელებს განათავსებს.

 

ამასთან, გლდანის რაიონის გამგეობა მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციასაც ახორციელებს. პროექტის შედეგად, იცვლება დაზიანებული ფილები, წესრიგდება საერთო სარგებლობის კიბეები და სანიაღვრე ქსელის ცხაურები. ძირითადად, პროცესი გვიან ღამით, მეტროსადგურის სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მიმდინარეობს.

 

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი ადგილზე გაეცნო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner