logo_geo
eng_logo
პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბავშვები აჭარაში დაისვენებენ
- +

24 აგვისტო. 2022. 14:54

 

 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბავშვები აჭარაში, ზღვისპირა სასტუმროში დაისვენებენ.

 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის თავშესაფარში მცხოვრები 21 ბავშვი, მშობლებთან ერთად, აჭარაში,  ერთ-ერთ სასტუმროში  დაისვენებენ.

 

აღნიშნულ საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ბავშვებს საჩუქრად ზღვისთვის საჭირო აქსესუარები გადასცეს.

 

ძეგვის თავშესაფრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა  წლებია ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებთათვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას პერმანენტულად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner