logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ISFED-ს არა ობიექტურობის, არამედ არჩევნების დისკრედიტაციის დიდი გამოცდილება აქვს
- +

24 აგვისტო. 2022. 16:39

 

 

„ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ სამუშაო ჯგუფში არ მიწვევამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რეალურად ISFED-ი საკუთარი საქმიანობის შედეგს იმკის, ორგანიზაციას საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია, რომელიც სავსეა გადაცდომებით და შეცდომებით. სამართლიანმა არჩევნებმა 2003 წლის არჩევნების პარალელური დათვლა მოახდინა, შედეგად კი რევოლუცია მივიღეთ. 2003 წელს სამართლიანი არჩევნები, არა არჩევნების პროცესით, არამედ არჩევნების შედეგებით იყო უკმაყოფილო“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

„დამეთანხმებით, რომ ა/ო ორგანიზაცია არ შეიძლება შედეგით უკმაყოფილო იყო, მან შესაძლოა უკმაყოფილება ზოგადად საარჩევნო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით გამოთქვას და არა შედეგთან მიმართებით. 2003 წლის რევოლუციის ანალიზის შემდეგ ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია საკუთარ კვლევაში წერდა: „სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრები ახალი ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე აღმოჩნდნენ“. ISFED-მა 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლაც მოახდინა, მათ კვლავ რევოლუციური სცენარის გათამაშება სურდათ... ოპოზიციისთვის, პარალელური დათვლის შედეგი იყო მთავარი არგუმენტი, სწორედ ე.წ. პივიტიზე დაყრდნობით ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს. მათი ტყუილი მალე გამოაშკარავდა, მაგრამ მას ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. შემდეგ უკვე იყო მოწოდება ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ, რომლის აქტიურ ადვოკატირებას სწორედ სამართლიანი არჩევნები ახორციელებდა. ISFED-ს არა ობიექტურობის, არამედ არჩევნების დისკრედიტაციის დიდი გამოცდილება აქვს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner