რუსეთის ავიაცია ირანის ავიაბაზებს აღარ იყენებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბაჰრამ კასიმმა განაცხადა.
ბაჰრამ კასიმის თქმით, მოსკოვსა და თეირანს შორის გაფორმებული შეთანხმება ჰამადანის აეროდრომის დროებით გამოყენებას ითვალისწინებდა.
„ავადარტყმები სირიაში, „ბოევიკების" პოზიციებზე, ჩვენთან შეთანხმებით განხორციელდა", - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა. მანამდე ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰუსეინ დეჰგანმა რუსი კოლეგები ირანის სამხედრო ბაზის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის გააკრიტიკა.