logo_geo
eng_logo
ბათუმის მერი „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს: შეეცადნენ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას
- +

24 აგვისტო. 2022. 17:01

 

 

ბათუმის მერი უკრაინის მოქალაქეების მიერ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებს გამოეხმაურა. არჩილ ჩიქოვანმა „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

 

მერის თქმით, ღონისძიება „საოცრებათა მოედანზე“ აუცილებლად გაიმართება. მან პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორსაც მიმართა.

 

მისი განცხადებით, ინსპექტორი უნდა დაინტერესდეს იმ ფაქტით, რომ გუშინ მედიაში ბათუმის მერის მოადგილის და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიმოწერა გავრცელდა.

 

„შეეცადნენ მხოლოდ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას, რაც ამ ქალაქისა და ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან სამწუხარო ფაქტია. მინდა ერთ კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილო კვლავ ყურადღება, ეს არის პერსონალური მონაცემების ნაწილი და ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხილეთ ტელევიზიებით. დარწმუნებული ვარ, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე“, - აცხადებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner