logo_geo
eng_logo
ვიქტორ იუშჩენკო: ვლადიმირ პუტინმა ომი უკვე წააგო, მაგრამ უკრაინას ჯერ არ მოუგია
- +

25 აგვისტო. 2022. 15:10

 

 

„ვლადიმირ პუტინმა ეს ომი უკვე წააგო, მაგრამ უკრაინას ის ჯერ არ მოუგია“, – ამის შესახებ უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ ერთ-ერთ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ბოლო სამი დღეა, ჩვენი სამხედროების წარმატება იმედისმომცემია. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც პუტინმა უკვე წააგო ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ჩვენ ჯერ არ მოგვიგია“, – განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

იუშჩენკოს თქმით, უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ბრძოლა შეუძლიათ. ექს-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დასავლეთის პოზიცია ომთან მიმართებით გადაიხედება და მოხდება უფრო დიდი მობილიზაცია.

 

იუშენკოს შეახსენეს 2016 წელს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ უკრაინა წააგებდა. ჟურნალისტი ომის დაწყებიდან მეექვსე თვეს დაინტერესდა, რას ფიქრობს ექს-პრეზიდენტი ახლა.

 

„ჩვენ მოვიგებთ“, – ასე უპასუხა უკრაინის მესამე პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner