logo_geo
eng_logo
ჯანმო: მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით მილიონი ადამიანი გარდაიცვალა
- +

25 აგვისტო. 2022. 21:16

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გააორმაგონ ძალისხმევა მოსახლეობის ვაქცინაციისთვის, რათა მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებელმა 70%-ს მიაღწიოს.

წლის დასაწყისიდან კორონავირუსით გარდაცვალების ტრაგიკული ეტაპი გადავლახეთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით 6.45 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner