ჩოხატაურის მერის დავით შარაშიძის განცხადებით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
„ხანძარი იყო სოფელ ბურნათში, რომელიც უკვე ლოკალიზებულია, დაიწვა 2 ჰექტრამდე ტერიტორია, გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკა და ბიჭები გაგზავნილია ბორჯომში დასახმარებლად, მაინც დროულად მოხდა ხანძრის სხვადასხვა კერების ჩაქრობა. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დროული რეაგირებისთვის“, - წერს დავით შარაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.