logo_geo
eng_logo
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნათში ხანძარი ლოკალიზებულია
- +

26 აგვისტო. 2022. 00:01

 

 

ჩოხატაურის მერის დავით შარაშიძის განცხადებით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

 

„ხანძარი იყო სოფელ ბურნათში, რომელიც უკვე ლოკალიზებულია, დაიწვა 2 ჰექტრამდე ტერიტორია, გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკა და ბიჭები გაგზავნილია ბორჯომში დასახმარებლად, მაინც დროულად მოხდა ხანძრის სხვადასხვა კერების ჩაქრობა. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დროული რეაგირებისთვის“, - წერს დავით შარაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner