logo_geo
eng_logo
ოზურგეთში საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დაიწყო
- +

26 აგვისტო. 2022. 10:41

 

 

ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა რამდენიმე ახალი კორტი, განათება, სარეკრეაციო და სპორტულ - გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.

 

„არაერთი თაობის ოცნება იყო, რომ ჩვენს ქალაქს თანამედროვე საჩოგბურთო კომპლექსი ჰქონოდა. მოველით, რომ სამუშაოების დასრულების შემდგომ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება. ჩვენ, ასევე შევძლებთ მაღალი დონის ტურნირებსაც ვუმასპინძლოთ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!“ - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ. 

 

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner