logo_geo
eng_logo
„Bridgestone Black Sea Cup-2016“-ის მრბოლელებმა შსს-ს კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ლოგოთი იასპარეზეს
- +

22 აგვისტო. 2016. 16:15



შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში ყველაზე მასშტაბური ავტორბოლა - „Bridgestone Black Sea Cup-2016" გაიმართა, რომელიც კომპანიებმა - „თეგეტა მოტორსი" და „ბრიჯსთოუნი" წარმოადგინეს.


შეჯიბრება „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი" წრიული რბოლის სახით ჩატარდა, რომელშიც GTCC კლასის ავტომობილებმა მიიღეს მონაწილეობა. მრბოლელებმა თავიანთ სარბოლო ავტომანქანებზე შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები განათავსეს. ღონისძიების დასასრულს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა ნომინაციაში - „ყველაზე კანონმორჩილი მძღოლი" გამარჯვებული სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner