logo_geo
eng_logo
სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონის“ ფარგლებში, ქალაქ კასპში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- +

26 აგვისტო. 2022. 11:29

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის სახელმწიფო  პროგრამის „განახლებული რეგიონის“ ფარგლებში ქალაქ კასპში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

სამუშაოები ქალაქის 2 ცენტრალურ - გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩაზე ხორციელდება.

 

პროგრამის ფარგლებში  დასრულებულია 5 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების: მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, რკინიგზის სადგურის, მელიორაციის, შპს „კასპის კეთილმოწყობის“ და სხვა შენობების - გარე ფასადების რეაბილიტაცია. საფეხმავლოები მოეწყო ახალი ფილებითა და განათების ბოძებით, დამონტაჟდა მოაჯირები.

 

ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოსტავას, გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტების და გმირთა მემორიალის მოპირკეთება, კოსტავას ქუჩაზე არსებული კედლის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია.

 

მასშტაბური სამუშაოები ჩაუტარდა და დასრულების პროცესშია  გიორგი სააკაძის სახელობის სკვერი, სადაც დაირგა უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები, მოპირკეთდა გიორგი სააკაძის ძეგლის კვარცხლბეკი, გაიწმინდა ძეგლი,  ეწყობა შადრევანი. მიმდინარეობს რკინიგზის გასწვრივ მდებარე სკვერის და მცირე აუზის რეაბილიტაცია. მოსახლეობა მალე განახლებულ სკვერებში შეძლებს დასვენებას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner