logo_geo
eng_logo
„ასოშიეთიდ პრესი“: სანქციების მიუხედავად, რუსეთი აშშ-თან ვაჭრობით თვეში ერთ მილიარდ დოლარს მაინც იღებს
- +

26 აგვისტო. 2022. 12:55

 

 

„სანქციების მიუხედავად, რუსეთი აშშ-თან ვაჭრობით თვეში ერთ მილიარდ დოლარს მაინც იღებს“, – ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ წერს.

 

გამოცემის ცნობით, რუსეთი აგრძელებს აშშ-ში თვეში ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქციის გატანას.

 

მათივე ცნობით, თებერვლის ბოლოდან დღემდე, რუსეთიდან აშშ-ში 3 600 პარტია ხე, ლითონები, რეზინა, სასუქი რადიაქტიული მასალა და სხვა პროდუქცია შევიდა.

 

ამასთან, სააგენტო წერს, რომ ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.

 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების კოორდინატორმა, ჯიმ ობრაია განმარტა, რუსეთთან ვაჭრობის სრულად დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს მსოფლიო ვაჭრობაზე. ამასთან, მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ეს უფრო მეტად აშშ-ს დააზარალებს, ვიდრე რუსეთს.

 

„ასოშიეთიდ პრესის“ მიერ სტატიაში დასახელებული კიდევ ერთი მიზეზი არის წინააღმდეგობა დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციებთან, რის გამოც გაუგებრობა ჩნდება.

 

სააგენტოს ცნობით, ზოგიერთი რუსული პროდუქციის აკრძალვას აშშ საერთოდ არ აპირებს და პირიქით, ამ კონკრეტული პროდუქციით ვაჭრობას ხელს უწყობს. ასეთია ქიმიური სასუქები.

 

გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ასევე ჩააქვთ რუსული ენერგორესურსებიც, რადგანაც ზოგიერთ კომპანიას მოქმედი კონტაქტების დასრულების უფლება მისცეს. სხვა შემთხვევებში აშშ-ის საბაჟოზე უჭირთ პროდუქციის ზუსტი წარმომავლობის დადგენა. ამის მაგალითად „ასოშიეთედ პრესი“ ყაზახეთიდან რუსული პორტების გავლით იმპორტირებულ რუსულ „შავ ოქროსთან“ შერეულ ნავთობს ასახელებს, რომლის იმპორტსაც ამერიკული კომპანიები აგრძელებენ.

 

 

https://apnews.com/article/russia-ukraine-putin-biden-baltimore-only-on-ap-81a34ce2eecebe491f52ace380ce87fb

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner