logo_geo
eng_logo
რაჭაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ფესტივალი იმართება
- +

26 აგვისტო. 2022. 14:37

 

 

რაჭაში, ამბროლაურში „გემო ფესტი“  იწყება.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ფესტივალი ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე  პარკში დღეს და ხვალ გაიმართება.

 

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ,  დააგემოვნონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები.  ფესტივალზე წარმოდგენილია  ადგილობრივი ღვინო, სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები.

 

ღონისძიებას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

 

„ჩვენი მრავალფეროვანი გასტრონომია რომლითაც ასე ვამაყობთ აუცილებლად უნდა ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად და ერთ-ერთ კონკურენტუნარიან ტურისტულ პროდუქტად. „გემო ფესტი“ ჩვენი ახალი პროექტია, ეს ფესტივალი წელს პირველად რაჭაში ტარდება, თუმცა ის ყოველწლიურად გაიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით. მთავარი მიზანია გასტრონომიის განვითარება, ავთენტურობის შენარჩუნებით, ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესება და ჩართვა გასტრონომიული ტურისტული პროდუქტის და შეთავაზების ფორმულების ნაწილში“. - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

 

ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  (GIZ) მხარდაჭერით ტარდება.  

 

პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარება.

 

ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან:  სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და  ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner