logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: დღეს, 26 აგვისტოს, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით
- +

26 აგვისტო. 2022. 14:49

 

 

„დღეს ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.

 

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა და სოფლები ზაბუხი და სუსი მათ კონტროლქვეშ არის.

 

„დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა. სოფელი ზაბუხი და სუსი აღებულია კონტროლქვეშ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს, გაუმარჯოს აზერბაიჯანს“, – წერს ილჰამ ალიევი.

 

ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ე.წ. ლაჩინის დერეფანზე კონტროლს აზერბაიჯანს გადასცემდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner