logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ეჰ, ჩემო სოსო, ეგრე დაიწყო მიშამაც, ჯერ რევოლუციაო, მერე ტექნიკური მთავრობაო და ბოლოს - არ ვარ მე ის კაციო
- +

26 აგვისტო. 2022. 15:17

 

 

„სოსო, ეგრე დაიწყო მიშამაც. ჯერ რევოლუციაო, მერე ტექნიკური მთავრობაო და ბოლოს არ ვარ მე ის კაციო. ისე, ხუმრობა იქეთ იყოს და ეს აბსურდული გზავნილები, შენზე უფრო მეტს მეტყველებს ვიდრე გზავნილის ადრესატებზე“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სუს-ის ყოფილი  მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილებს.

 

„ვინ აწერინებს ამ კაცს ასეთ ზღაპრებს? ოთხჯერ დამირეკა და მეხუთედ აღარო... მერე ადვოკატი შემომიგზავნეს „როდინობის“ კვირაში და მერე გააქრესო... თან ცდილობს, რიხი არ დაეკარგოს და ბოლოში მუქარანარევი ტონით ყელყელაობს... ეჰ, ჩემო სოსო, ეგრე დაიწყო მიშამაც. ჯერ რევოლუციაო, მერე ტექნიკური მთავრობაო და ბოლოს - არ ვარ მე ის კაციო... ჰოდა, მაგ ყელყელაობას არ ჯობია, შიმშილს, ზეწოლას, ავადმყოფობას და ფაღარათს მიაწვე? ეგრე უფრო მიიქცევ ყურადღებას და თან ნაცებს საკმაოდ კვალიფიციური პროქტოლოგები ჰყავთ, არ დაგაყვედრებენ ერთ-ორ ექსპერტულ დასკვნას... ისე, ხუმრობა იქით იყოს და ეს აბსურდული გზავნილები შენზე უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე გზავნილის ადრესატებზე... კაცი შევარდენობიდან რადიკალების ჩიტად იქეცი... არ არის შენი ძლიერი მხარე დრამატურგია, ჯობია, ისევ „სეილებს“ მიაწვე“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner